loader

ხორვატები ჰომოსექსუალური ქორწინების წინააღმდეგ გამოვიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხორვატები ჰომოსექსუალური ქორწინების წინააღმდეგ გამოვიდნენ

ხორვატიაში გასულ კვირაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ქორწინების - როგორც ქალსა და მამაკაცს შორის არსებული კავშირის დაკანონება მოხდა. ამომრჩეველთა 66%-მა ქორწინების სწორედ ასეთ დეფინიციას დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ მოქალაქეთა 34% გამოვიდა, რომლებიც თვლიან, რომ ჰომოსექსუალ წყვილთა კავშირსაც შეიძლება ეწოდოს ქორწინება. რეფერენდუმში მოსახლეობის 38%-მა მიიღო მონაწილეობა.

"ოჯახის სახელით!" - სწორედ ასე ჰქვია პლებისციტის ორგანიზატორ მოძრაობას, რომელსაც მხარს უჭერს კათოლიკური ეკლესია და ხორვატიის მემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობა.

თავის მხრივ ჰომოსექსუალური ქორწინების ლეგალიზაციის მომხრეები, რომელთაც მხარს თვით ქვეყნის პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი უჭერს, "დისკრიმინაციასთან" ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.