loader

სოლიდარობა უკრაინას - ივანა მელაი და "ნაციონალები" უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოლიდარობა უკრაინას - ივანა მელაი და "ნაციონალები" უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, ასევე პლაკატები, რომლითაც უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.

როგორც აქციია მონაწილეები აცხადებდნენ, უკრაინა ევროპის ნაწილია და სწორედ ევროპაა უკრაინელი ხალხის არჩევანი. მათი განმარტებით, ისინი შეიკრიბნენ, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინელ ხალხს.

აქციაზე იმყოფებოდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ თანამემამულეებს სოლიდარობას თბილისიდან უცხადებდნენ. აქციაზე იმყოფებოდა ასევე ცნობილი უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი, რომელმაც თანამემამულეებს სოლიდარობა თბილისიდან გამოუცხადა.

აქციაზე ქართველი პოლიტიკოსები და ცნობილი სახეებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე