loader

ევაკუაცია დადიანის ქუჩაზე - ქარისგან წაქცეულმა ხემ გაზის მილი დააზიანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევაკუაცია დადიანის ქუჩაზე - ქარისგან წაქცეულმა ხემ გაზის მილი დააზიანა

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 34 ნომერში, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რამაც ბუნებრივი აირის მილი დააზიანა. შედეგად, ადგილზე დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი იფრქვეოდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო სკოლა "ოაზისსა" და 46-ე საბავშვო ბაღში ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მათ შორის, არც კერძო სკოლა "ოაზისის" მოსწავლეები და 46-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. 

"ყაზტრანსგაზის" საავარიო-სადისპეტჩერო განყოფილების უფროსის, ლევან გოგუას განცხადებით, ბუნებრივი აირის გამოფრქვევის გამო კომპანიამ მილი გადაკეტა, რის გამოც გაზმომარაგება 15 000-მდე აბონენტს შეუწყდება. მისივე ინფორმაციით, აბონენტებს გაზმომარაგება დღეს საღამოდან აღუდგებათ.