loader

საქართველოში ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

შსს-ს ცნობით, 2013 წლის ნოემბრის თვე 417 522 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 12,6%-ით მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 973 632 ვიზიტი განხორციელდა, რაც 22,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს და 12,3%-ით გაასწრო 2012 წლის სრული კალენდარული წლის მონაცემებს.

ამასთან, შსს-ს ცნობით, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი - 1 935 767 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,3%); ტრანზიტი - 1 094 159 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 55,6%); სხვა - 1 943 706 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,2%).

სამინისტროს ინფორმაციით, ტრადიციულად, 2013 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-16%), აზერბაიჯანიდან (+18,7%), სომხეთიდან (+37%), რუსეთიდან (+40,7%), უკრაინიდან (+44,6%) და ირანიდან (-3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერში კვლავ გამოირჩნენ პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია (შესაბამისად - 75%, 32%, 25%, 20%, 17% და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთის (40%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელის (31%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის მოქალაქეები 61%-იანი მატებით.