loader

სამაშველო სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაშველო სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე

უამინდობით გამოწვეული საგზაო მოძრაობის შეფერხების გამო რიკოთის უღელტეხილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 35 თანამშრომელი, სრული სამაშველო აღჭურვილობით.

საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თოვლის გამო რიკოთზე ჩარჩენილი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სპეციალური ტექნიკით ბუქსირება განახორციელეს და მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. კომპლექსური სამაშველო ოპერაციები ჩატარდა შს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან და მუნიციპალურ სამაშველო და სახანძრო სამსახურებთან ერთად. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამაშველო ოპერაციები ჩაატარეს წალკა-ნინოწმინდის უღელტეხილზეც.

რიკოთის, გოდერძის, წალკა-ნინოწმინდისა და კობი-გუდაურის უღელტეხილებზე დღის საათებში მოძრაობა დასაშვები იქნება მსუბუქი ავტომობილებისთვის მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება კვლავ შეზღუდული იქნება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე