loader

"ერთსქესიანი ქორწინება ისეთი ცოდვაა, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება ტაძარში" - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთსქესიანი ქორწინება ისეთი ცოდვაა, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება ტაძარში" - ილია მეორე

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის განცხადებით, გლობალიზაციის პროცესი გარდაუვალია, თუმცა აქედან უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა.

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ისეთი მოვლენები ვითარდება, რომლებიც არ ყოფილა მთელი ისტორიის განმავლობაში: ომები, მრავალი ხალხის მღელვარება; ისეთი საკითხების განხილვა ხდება, რომლებიც არ დამდგარა წარსულში. "ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა. რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მართლმადიდებლობას - ქართველი ხალხი არ მიიღებს. შემთხვევით არ არის ნათქვამი იოანე ზოსიმეს მიერ: "ამით ენით, ქართულითა ენითა განიკითხება მსოფლიო". ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქართველი ხალხი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას", - აღნიშნა კათალიკოს-პატრიარქმა.

ასევე იხილეთ: "ეს საქართველოს დაშლა იქნება" - პატრიარქი პარლამენტს და ხელისუფლებას მიმართავს

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ვიდეომასალა