loader

"ეს საქართველოს დაშლა იქნება" - პატრიარქი პარლამენტს და ხელისუფლებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს საქართველოს დაშლა იქნება" - პატრიარქი პარლამენტს და ხელისუფლებას მიმართავს

თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უწმინდესი, სხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტისა და ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხს შეეხო.

"ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს, რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", - აღნიშნა უწმინდესმა.

ასევე იხილეთ: "ერთსქესიანი ქორწინება ისეთი ცოდვაა, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება ტაძარში" - ილია მეორე

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ვიდეომასალა