loader

იუსტიციის სახლი პარალიზებულია - სახურავის ნაწილები ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ყრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუსტიციის სახლი პარალიზებულია - სახურავის ნაწილები ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ყრია

სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია ქარისგან დაზიანებული სახურავის ნაწილებისგან ამ დრომდე გაწმენდილი არ არის. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ტერიტორიის გასუფთავება და როდის აღდგება იუსტიციის სახლის სრულყოფილი ფუნქციონირება.

დილიდან იუსტიციის სახლში მიდიან მოქალაქეები, რომლებსაც სასურველი მომსახურების მიღება სურთ, თუმცა მათ იუსტიციის სახლი დაკეტილი ხვდებათ. იუსტიციის სახლთან გამოკრულია განცხადება, სადაც მითითებულია, თუ რომელი მომსახურების მიღება სად არის შესაძლებელი.

ამასთან, იუსტიციის სახლის მენეჯერის, თინათინ კუპრაშვილის განცხადებით, 8 დეკემბერს თბილისს იტალიეტი ექსპერტები ეწვევიან, რომლებიც შენობის მდგომარეობას შეისწავლიან.

იხილეთ: მაშველები იუსტიციის სახლში - ქარმა შენობის სახურავი ჩამოშალა