loader

არგენტინელი ფემინისტები ტაძართან მრევლს დაესხნენ თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არგენტინელი ფემინისტები ტაძართან მრევლს დაესხნენ თავს

არგენტინის ქალაქ სან ხუანში რამდენიმე ასეული ლგბტ აქტივისტი, ფემინისტი და აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგე წმინდა იოანეს ტაძრის მრევლს დაესხა თავს. 1500-მდე ახალგაზრდა კათოლიკე მამაკაცმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო კათოლიკურ ტაძარს, რათა იგი თავდამსხმელებისგან დაეცვათ.

გამძვინვარებული აქტივისტები, რომელთა შორის განსაკუთრებული აქტიურობით წელზემოთ შიშველი ფემინისტები გამოირჩეოდნენ, მრევლს აფურთხებდნენ, სცემდნენ, საღებავებით ღებავდნენ და მათ პროვოცირებას სექსუალური ქცევით ცდილობდნენ. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა მორწმუნე მამაკაცები მათ საქციელს ცრემლითა და ლოცვით პასუხობენ. მოგვიანებით ვანდალებმა პაპ ფრანცისკ პირველის ფიტულიც დაწვეს, ტაძარზე კი მკრეხელური შინაარსის წარწერები დატოვეს.

ეს ვანდალური ფაქტი 17 ათასი ფემინისტის და მათი მხარდამჭერების აქცია-პროტესტის შემდეგ მოხდა. აბორტის უფლებასთან ერთად, ფემინისტებმა აქციაზე ლესბოსელების უფლებების დაცვა, ქალების სოციალური და ეკონომიკური თანასწორობა და ქალთა ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესება მოითხოვეს.

კათოლიკური ეკლესია ამ თავდასხმაში, მასში უშუალო მონაწილეთა გარდა, ადგილობრივ პოლიციასაც ადანაშაულებს, რომელმაც არაფერი იღონა ძალადობის შესაჩერებლად.

kvirispalitra.ge