loader

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა და გუნდთან ერთად ამღერებული მაია ფანჯიკიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა და გუნდთან ერთად ამღერებული მაია ფანჯიკიძე

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც 18:00 საათამდე გასტანს წარმოდგენილია ქართველ ხელოვანთა ნაწარმოებები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებული პროდუქცია, ინტერნაციონალური სამზარეულო და ბავშვების გასართობი ოთახი. ღონისძიებაში ქართველებთან ერთად უცხოური საელჩოების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული, მხარდამჭერები არიან საგარეო საქმეთა, კულტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. შემოსული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს მოხმარდებათ.

გამოფენის გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძე უცხოელ სტუმრებთან ერთად საახალწლო ჰანგებსაც აჰყვა, რომელსაც გამოფენა-გაყიდვაზე გუნდი ასრულებდა.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად