loader

"მე ვარ უკრაინელი, მე ვარ ქართველი, მე ვარ ევროპელი" - მიხეილ სააკაშვილი ევრომაიდანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვარ უკრაინელი, მე ვარ ქართველი, მე ვარ ევროპელი" - მიხეილ სააკაშვილი ევრომაიდანზე

კიევში, ევრომაიდანზე შეკრებილებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე მიმართა.

სააკაშვილის გამოსვლა საპროტესტო აქციაზე დაახლოებით ათი წუთი გრძელდებოდა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მან განათლება კიევში მიიღო და ამდენად, იგი არის უკრაინელი, ისევე როგორც ქართველი და ევროპელი.

სააკაშვილის თქმით, ის უკრაინაში ჩავიდა, რათა მიმართოს ამაყი ერის ამაყ შვილებს. თავისი გამოსვლა სააკაშვილმა დაამთავრა სიტყვებით: "თუ საქართველომ შეძლო, უკრაინაც შეძლებს. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება ევროპას".

ასევე იხილეთ: მიხეილ სააკაშვილი კიევშია - ექსპრეზიდენტი ვიტალი კლიჩკოს შეხვდა