loader

თურქისა და სომეხის "ყველაზე ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა" თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქისა და სომეხის "ყველაზე ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა" თბილისში

თბილისში მეგობრობის "ცოცხალი" ძეგლი გაჩნდა: რიყის პარკში ორი ადამიანი, რომელთაგანაც ერთი თურქეთს წარმოადგენს, ხოლო მეორე - სომხეთს, ერთმანეთს ხელს ართმევენ. ამ აქციით, რომლის სახელწოდებაა "ყველაზე ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა", საქართველოსა და თურქეთის რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ მზადყოფნას დიალოგისთვის. მოგეხსენებათ, ამ ორ ქვეყანას დიდი ხანია სერიოზული კონფლიქტი აქვს. აქციის მიზანია, აჩვენოს ჩვეულებრივი ადამიანების მზაობა ღია დიალოგისთვის.

თურქეთში არსებობდა მონუმენტი, რომელიც გამოხატავდა სამუდამო მეგობრობას ხალხებს შორის. სკულპტურა "ადამიანურობა" წარმოადგენს ორი ადამიანის გიგანტურ ფიგურას, რომლებიც ერთმანეთას ხელს ართმევენ. 2009 წელს თურქეთის ხელისუფლებამ ძეგლის მოხსნის ბრძანება გასცა.

თბილისურ აქციას რუსული მედია სიუჟეტით გამოეხმაურა.