loader

ურწმუნონი დღესაც ებრძვიან ეკლესიას - მეუფე იოანე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ურწმუნონი დღესაც ებრძვიან ეკლესიას - მეუფე იოანე

დღესაც არიან ურწმუნოები, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას, მაგრამ უფლის ძალას და პატრიარქის ავტორიტეტს წინ ვერ აღუდგებიან, - ამის შესახებ რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) სამების ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მეუფე იოანემ მე-20 საუკუნეში ეკლესიისადმი მოვლენილი განსაცდელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელი რეჟიმის დევნის შედეგად საქართველოში 2 ათასიდან მხოლოდ 50-მდე ეკლესია დარჩა.

რუსთავის მიტროპოლიტმა ქადაგებისას წმინდა კლიმენტი რომაელის ცხოვრებაზეც ისაუბრა, რომლის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.