loader

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტი გაიხსნა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტი გაიხსნა. კაბინეტი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გახსნეს. ცერემონიას ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანიაც დაესწრო.

როგორც ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა განუცხადა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტის გახსნით, პარლამენტის ეგიდით, ყოფილი პრემიერის 50 წლის იუბილეს აღნიშვნა დაიწყო.

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ქვრივის, ნინო ქადაგიძე-ჟვანიას შეფასებით კი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტის გახსნა დიდი პატივია. მისივე განმარტებით, კონფერენციის გარდა, ზურაბ ჟვანიას იუბილესთან დაკავშირებით, დღეს კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის კონცერტიც გაიმართება.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა.