loader

"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!" - ზურაბ ჟვანიას ისტორიული სიტყვა ევროსაბჭოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!" - ზურაბ ჟვანიას ისტორიული სიტყვა ევროსაბჭოში

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ჟვანიას დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა. ერთ-ერთი პირველი მათ შორის პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტის გახსნა იყო.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში "თბილისი მარიოტში" გაიხსნა კონფერენცია "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ", რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. კონფერენციის ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ ფრაზა, რომელიც ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოს სხდომაზე წარმოთქვა და საკმაოდ რეალურ ფრაზად იქცა, ასახავს იმ გზას, რომელიც ქართველმა ერმა წლების მანძილზე გამოიარა.

"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!" - ეს სიტყვები ზურაბ ჟვანიამ 1999 წლის 27 იანვარს ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე