loader

სპეცრაზმმა ოპოზიციური "ბატკივშინას" ოფისი შტურმით აიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცრაზმმა ოპოზიციური "ბატკივშინას" ოფისი შტურმით აიღო

კიევში, ოპოზიციური პარტია "ბატკივშინას" ოფისი სპეცრაზმმა შტურმით აიღო. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფისში "ბერკუტის" დაახლოებით 100 წარმომადგენელი შეიჭრა. ისინი ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები და სახეზე ნიღბები ეკეთათ. ვიდეომასალაში, რომელიც სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული, ჩანს, როგორ ამტვრევენ კარებს სპეცრაზმელები და ოფისში იჭრებიან.

ოპოზიციური პარტიის წევრების ინფორმაციით, სპეცრაზმმა ოფისი გაძარცვა - მათი თქმით, "ბერკუტის" თანამშრომლებმა ოფისიდან სერვერები წაიღეს. "ვერავითარი დოკუმენტი, ვერავითარი ინფორმაცია, თუ ვინ გასცა პარტიის ოფისის შტურმით აღების ბრძანება, ვერ მივიღეთ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ასევე იხილეთ:
როგორ ათავისუფლებენ უკრაინელი სპეცრაზმელები გზას