loader

მარსზე ტბის არსებობის კვალი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარსზე ტბის არსებობის კვალი აღმოაჩინეს

ამერიკულმა მარსმავალმა "ქიურიოსითიმ" წითელ პლანეტაზე ტბის არსებობის კვალი აღმოაჩინა. მეცნიერების ახალი კვლევების მიხედვით, მტკნარი წყლის წყალსატევი გეილის კრატერში მდებარეობდა და მასში თეორიულად ბაქტერიების არსებობაც არა არის გამორიცხული. ნიადაგის კვლევის შედეგად მეცნიერებმა ე. წ. იელონაიფ-ბეის რაიონში გოგირდი, აზოტი, ფოსფორი, წყალბადი, ჟანგბადი და ნახშირბადი აღმოჩნდა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს მიკროელემენტების დაახლოებით იგივე შემადგელობაა, რაც დედამიწის მტკნარი ტბების ფსკერზე გვხვდება. ისინი აგრეთვე თვლიან, რომ თეორიულად სრულიად შესაძლებელია მარსის ტბაში სიცოცხლე არსებულიყო, თუმცა, ამჟამად პლანეტაზე ცოცხალი მიკროორგანიზმის ვერავითარი კვალის აღმოჩენა ვერ მოხერხდა.