loader

სამჯერ ნასამართლევი მამაკაცი საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამჯერ ნასამართლევი მამაკაცი საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი კონსტანტინე მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას "კალაშნიკოვის" სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდითა და 133 საბრძოლო ვაზნით და "მაკაროვის" სისტემის 2 პისტოლეტი, 3 მჭიდითა და 23 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).