loader

"ზვიად გამსახურდია მკვლელობამდე ნაწამები იყო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზვიად გამსახურდია მკვლელობამდე ნაწამები იყო"

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების გამოძიებას ითხოვს.

"რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე მჟავანაძემ 2009 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის დადგენის მიზნით შექმნილი საპარლამენტო კომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრა. მჟავანაძის თქმით, დასკვნით დასტურდება, რომ პრეზიდენტი გამსახურდია წამებით მოკლეს. კერძოდ, პრეზიდენტ გამსახურდიას ნეკნების 9 მოტეხილობა, ასევე, თავის არეში დაზიანება აღენიშნება.

აღნიშნული საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მჟავანაძე ითხოვს, მთავარ პროკურორს შეხვდეს, რომ საქმის გამოძიება დაიწყოს. მჟავანაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო კომისიის შექმნას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.