loader

მიუსაფარი ადამიანებისთვის კარვები დაიდგმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიუსაფარი ადამიანებისთვის კარვები დაიდგმება

მიუსაფართა დროებითი თავშესაფარი კარვები იქნება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისმა ჯგუფმა მიიღო.

როგორც ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს საათებში გადაწყდება, თუ სად დაიდგმება კარვები. მისივე ინფორმაციით, კარვები 20-კაციანი იქნება. კარვების მიწოდებას თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

რაც შეეხება რეგიონებს, ნარმანიას განცხადებით, ბათუმში ბათუმის მერია იზრუნებს აღნიშნულ საკითხზე, ხოლო ქუთაისიდან და რუსთავიდან ამ დროისათვის სამუშაო ჯგუფი ინფორმაციას ელოდება.

ნარმანიას თქმით, კარვები, რომლებიც მიუსაფარი პირებისთვის მოეწყობა, გათბობითა და კვებით იქნება უზრუნველყოფილი.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე