loader

ობამასა და კემერონის "სელფშუტი" მანდელას პანაშვიდზე ინტერნეტსენსაცია გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ობამასა და კემერონის "სელფშუტი" მანდელას პანაშვიდზე ინტერნეტსენსაცია გახდა

ნელსონ მანდელას პანაშვიდზე, სადაც მსოფლიო ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საპატიო სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეულნი, ფოტოგრაფებმა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და დანიის პრემიერ-მინისტრი ჰელე ტორნინგ-შმიტი უხერხულ სიტუაციაში შენიშნეს.

როდესაც შეკრებილი საზოგადოება ნელსონ მანდელას გაწეულ ღვაწლს იხსენებდა, მსოფლიო ლიდერები ე.წ. სელფშუტით ერთობოდნენ - ობამა, კემერონი და ტორნინგ-შმიტი სმარტფონის წინ პოზირებდნენ, რომელიც ჰელეს ეჭირა. როგორც კადრიდან ჩანს, მომღიმარი სამეულისგან მოშორებით ზის აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა, რომელიც სამეულისგან განსხვავებით, აშკარად არაა მხიარულ განწყობაზე. მიშელს განსაკუთრებულად მკაცრი გამომეტყველება მაშინ აქვს, როდესაც მისი მეუღლე ჰელეს თბილად უღიმის და მეგობრულად მხარზე ხელს ადებს.

ფოტო ინტერნეტსენსაციად იქცა - უამრავმა ადამიანმა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გაიზიარა.


ასევე იხილეთ:

ბარაკ ობამა Get Lucky-ზე ამღერდა

ისტორიული კადრები: ბარაკ ობამას და რაულ კასტროს მისალმება

ბარაკ ობამა დენიელ დეი ლუისის როლში - პრეზიდენტი სპილბერგის ფილმში