loader

სოლიდარობა უკრაინას - ცნობილი "ნაციონალები" თბილისურ აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოლიდარობა უკრაინას - ცნობილი "ნაციონალები" თბილისურ აქციაზე

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, დღევანდელი აქციის მიზანია, იმ ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოცხადება, რომლებიც ევროინტეგრაციის მოთხოვნით უკრაინაში აქციებს მართავენ.

სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობაც მოაწყეს. აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საკრებულოს შენობა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში გაანათეს.