loader

მიუსაფართათვის პირველი თავშესაფარი მოსკოვის გამზირზე მოეწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიუსაფართათვის პირველი თავშესაფარი მოსკოვის გამზირზე მოეწყო

მოსკოვის გამზირის დასაწყისში მიუსაფართათვის პირველი თავშესაფარი მოეწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის გამზირზე უკვე დადგმულია 4 საცხოვრებელი კარავი, სადაც 80 მიუსაფარის განთავსებაა შესაძლებელი. უწყების ინფორმაციით, კარვები აღჭურვილია შეშის ღუმელით, საწოლებით, ლეიბებით, პლედებითა და ელექტროენერგიით. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა 80-კაციანი კარავი, რომელიც სასადილო ოთახის ფუნქციით დაიტვირთება.

აქვე დამატებით განთავსდება კოტეჯები მედპუნქტისა და სამზარეულოს მოსაწყობად. დაწესდება მორიგეობაც იმისთვის, რომ ტერიტორიაზე იყოს წესრიგი და ოპერატიულ რეჟიმში გადაწყდეს წამოჭრილი ყველა საკითხი.

სამინისტროს ინფორმაციით, თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად არიან ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112).

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უკვე დაიწყებენ მიუსაფარი ადამიანების თავშესაფარში მიყვანას და განთავსებას.
გარდა სამთავრობო უწყებებისა, მიუსაფართა დახმარების შესაძლებლობა მიეცემა ყველა იმ საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციას თუ მოქალაქეს, რომელთაც ამ ადამიანთა მხარდაჭერა სურთ. მათ შეუძლიათ საკვებით, ტანსაცმლითა თუ ნებისმიერი სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარონ თავშესაფარში განთავსებულ მიუსაფარ ადამიანებს.