loader

დოკუმენტაციის მიღებას მოქალაქეები იუსტიციის სახლში უკვე შეძლებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დოკუმენტაციის მიღებას მოქალაქეები იუსტიციის სახლში უკვე შეძლებენ

თბილისის იუსტიციის სახლი მზა დოკუმენტაციის გაცემას Just Drive-დან განახორციელებს, კიდევ ერთ დროებით ფილიალს კი საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში განათავსებს.

ამასთან დაკავშირებით განცხადება იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჩიჩუამ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთეს. მზა დოკუმენტაცია აქამდე "დედაენის" ბაღში მდებარე დროებითი სერვის-ცენტრიდან გაიცემოდა.

იუსტიციის სახლის დაზიანების შემდეგ სერვისები დაყოფილია ორ ნაწილად - საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება. დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია აღსრულების ეროვნულ ბიუროში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი), იუსტიციის სახლის დროებით სერვის-ცენტრში, (ჩუბინაშვილის ქუჩა # 68, თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე); ეროვნულ არქივში, (ვაჟა-ფშაველას #1); საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში (მარჯანიშვილის მეტროსთან).

მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს მდებარე Just Drive-დან.

ასევე იხილეთ: იუსტიციის სახლს ქარმა სახურავი გადახადა