loader

ხანძარი ვაკეში: ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი ვაკეში: ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ვაკეში, ცხვედაძის ქუჩაზე ორსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს, რომელშიც 5 ოჯახი ცხოვრობს. ერთი ოჯახის საცხოვრებელი ფართი მთლიანად დაიწვა, ხოლო დანარჩენების მხარეს - სახურავი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის შესაბამისი დანაყოფები იმყოფებოდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა ასევე ვაკის რაიონის გამგებელი ბაჩო დოლიძე. მისი განცხადებით, ზარალს გამგეობა აანაზღაურებს. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა. როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, ხანძრის მიზეზის დასადგენად მოკვლევა უკვე დაწყებულია.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე