loader

5 წლის გოგონა სმენადაქვეითებული მშობლებისთვის ჟესტების ენაზე მღერის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 წლის გოგონა სმენადაქვეითებული მშობლებისთვის ჟესტების ენაზე მღერის

უცხოური მედიის ყურადღება ამ პატარა, საოცარმა გოგონამ თავისი არაჩვეულებრივი საქციელის გამო მიიპყრო. 5 წლის კლერ კოხი, საბავშვო ბაღში გამართულ საშობაო კონცერტზე პატარებთან ერთად მღერის, თუმცა თავისი მეგობრებისგან განსხვავებით, სიმღერას ჟესტების ენაზეც ასრულებს - საკუთარი სმენადაქვეითებული მშობლებისთვის.

კლერი დიდი ენთუზიაზმით ასრულებს სიმღერას "წითელცხვირა საშობაო ირემზე". ვიდეო youtube-ზე კლერის დედამ, ლორი კოხიმ ატვირთა. ლორი წერს, რომ მას ტუჩების მოძრაობის წაკითხვა შეუძლია, თუმცა მისი მეუღლე მხოლოდ ჟესტების ენით საუბარს იგებს. დედა წერს, რომ არც ერთი ელოდა პატარა ქალიშვილისგან ასეთ სიურპრიზს.


ასევე იხილეთ:

9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო

სმენადაქვეითებული პატარას რეაქცია დედის ხმის პირველად გაგონებისას