loader

"წამის მეასედი" - მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც შეგძრავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წამის მეასედი" - მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც შეგძრავთ

"წამის მეასედი" (One Hundredth of a Second) - ეს არის ინგლისელი რეჟისორის სიუზენ ჯეიკობსონის, სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც 2006 წელსაა გადაღებული. ფილმი მსოფლიოს ცხელ წერტილებში მომუშავე ფოტორეპორტიორის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც დილემის წინაშე დგება - შეასრულოს პროფესიული ვალი ან გაადარჩინოს ადამიანის სიცოხლე, რომელიც ობიექტივის მიღმა დგას.

მოკლემეტრაჟიან ფილმს რეალური ამბავი უდევს საფუძვლად. საუბარია ცნობილ ფოტოკორესპონდენტზე კევინ კარტერზე, რომლის მიერ გადაღებულმა სურათმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. სურათი 1993 წელს სუდანშია გადაღებული და მასზე აღბეჭდილია შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვი, რომლის უკანაც ნადავლის მოლოდინში მყოფი სვავია.

ფოტოსურათმა კევინ კარტერს 1994 წელს პულიცერის პრემია მოუტანა. ჯილდოს მიღებიდან სამი თვის შემდეგ ფოტოგრაფმა თავი მოიკლა. სიკვდილის წინ კარტერმა წერილი დატოვა: "დავიღალე… უტელეფონოდ… უფულოდ კომუნალური გადასახადებისთვის, ბავშვებისთვის… ვალებით… ყველგან ფულია საჭირო!!! მკვლელობებზე, ტკივილზე, ბოროტებაზე მოგონებები არ მასვენებს… ვდარდობ მშიერ და დაჭრილ ბავშვებზე"…

იხილეთ ფოტოს ისტორია სრულად