loader

ბრალდებულმა პატიმრობა თავად მოითხოვა - უჩვეულო პროცესი საქალაქო სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრალდებულმა პატიმრობა თავად მოითხოვა - უჩვეულო პროცესი საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ალექსანდრე ნინუას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ნინუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრლად.

დაცვის მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 48-საათიანი ვადა აქვს, თუმცა გასაჩივრებას არ აპირებს. ამასთან, ალექსანდრე ნინუას ადვოკატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაკავების პროვოცირება თავად ნინუამ მოახდინა.

როგორც ჟურნალისტებს ნინუას ადვოკატმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ნინუა ბრალს ეთანხმება. "ჩემი
დაცვის ქვეშ მყოფი თავად მივიდა პატრულთან, განზრახ გადმოაგდო ქამრიდან იარაღი, რომელიც, ბუნებრივია, პატრულმა დაინახა და შესაბამისად მოახდინა რეაგირება", - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ალექსანდრე ნინუამ პროცესზე აღნიშნა ისიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯერ მისი დაკითხვა მიმდინარეობდა, აიძულებდნენ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, შემდეგ კი უკვე შესაბამის უწყებაში შესყიდვების დეპარტამენტის რიგითი თანამშრომლების დაბარება ხდებოდა, რომლებზეც უკვე ზეწოლა თავად მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით ხორციელდებოდა.

ალექსანდრე ნინუა დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ბოლო პერიოდში კი საქართველოში კეზერაშვილის ბიზნესს კურირებდა. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ნინუა გიგა ბოკერიას ნათესავია.