loader

"ავთანდილ ბერიძე საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს" - კახა კალაძის საგანგებო განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავთანდილ ბერიძე საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს" - კახა კალაძის საგანგებო განცხადება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი აღნიშნავს, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ავთანდილ ბერიძე საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს.

ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ბერიძე თავს უნდა იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირად ღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც, კალაძის აზრით, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის.

მისივე განმარტებით, ავთო ბერიძის საკითხს უახლოეს სხდომაზე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს, რომელსაც ამ დრომდე "ტოიოტა პრადო" და "ტოიოტა კამრი" ემსახურებოდა, მომავალი წლიდან, "ტოიოტა პრადოს" 2014 წლის მოდელი მოემსახურება. სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის ჩატარებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანა 83.000 ლარი ღირს.