loader

"იანუკოვიჩი ისე არ წავა, როგორც სააკაშვილი, მისთვის ძალაუფლება უმთავრესია" - ექსკლუზივი "პალიტრა TV"-ს ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იანუკოვიჩი ისე არ წავა, როგორც სააკაშვილი, მისთვის ძალაუფლება უმთავრესია" - ექსკლუზივი "პალიტრა TV"-ს ეთერში

"იანუკოვიჩი ისე არ წავა, როგორც სააკაშვილი წავიდა, რადგან მისთვის ძალაუფლება უმთავრესია" - ამის შესახებ ექსკლუზიურად "პალიტრა TV"-ს გადაცემა "სოციოგრამას" ეთერში უკრაინელმა ჟურნალისტმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა იური ვოლოდარსკიმ ისაუბრა. ვოლოდარსკი კიევის ცენტრში მიმდინარე ანტისახელისუფლებო, ევროინტეგრაციის მომხრე მიტინგის აქტიური მონაწილეა. გადაცემაში მან სწორედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

"სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება შესაძლოა არაერთგვაროვანია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა აღინიშნოს: სააკაშვილი წავიდა დემოკრატიული არჩევნების შემდეგ. ის არ ჩაჭიდებია ძალაუფლებას, მას არ უცდია საქართველო გადაექცია ტოტალიტარულ ქვეყანად, სადაც ლიდერები ძალაუფლებას ხელიდან ხელში გადასცემენ ერთმანეთს. იანუკოვიჩი ასე არ წავა, მას არ სურს ძალაუფლების დათმობა, ძალაუფლება მისთვის უმთავრესია" - აღნიშნა უკრაინელმა საზოგადო მოღვაწემ "სოციოგრამას" ეთერში.

იხილეთ გადაცემა "სოციოგრამა" სრულად