loader

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ქალბატონმა გონება დაკარგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ქალბატონმა გონება დაკარგა

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ქალბატონმა გონება დაკარგა. ქალბატონი ცუდად იმ დროს გახდა, როდესაც აქციის მონაწილეებს აქციის ორგანიზატორი ნანა კაკაბაძე მიმართავდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ის არის ერთ-ერთი პატიმრის დედა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ციხეში თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა, მისი გადარჩენა მოხერხდა. პარლამენტის შენობის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ორგანიზებით გაიმართა.
საპროტესტო აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. იქ იმყოფებოდა "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და სხვა უფლებადამცველები, რომლებიც ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებდნენ.
აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი.

იხილეთ ასევე: "ჩვენს ხარჯზე მოვიდნენ და დღეს თბილ სკამებზე სხედან" - აქცია სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით