loader

ადიგენში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადიგენში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ვანო ა. და 1972 წელს დაბადებული ნუგზარ ბ. ადიგენის რაიონის სოფელ ზაზალოში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ვანო ა-ს პირადი ჩხრეკისას "იჟ-56-3"-ის მოდელის კომბინირებული ორლულიანი თოფი, ქარხნული წესით დამზადებული 28-კალიბრიანი 8 ცალი და 5,6 მმ-იანი 2 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ნუგზარ ბ-ს ჩხრეკისას "ეს-კა-ეს"-ის ტიპის თვითდამმუხტავი შაშხანა და 51 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).