loader

ჭაბუა ამირეჯიბი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭაბუა ამირეჯიბი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს

ჭაბუა ამირეჯიბი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. პროცესია ტაძარში მწერლის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მიაცილეს.

მწერალს სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაუხადეს. ღამის განმავლობაში წაიკითხება "დავითნი".
ქართველი კლასიკოსის, ბერობაში მამა დავითის სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში ხვალ 14:00 საათიდან დაიწყება, ხოლო 17 დეკემბერს - 11:00 საათიდან.

როგორც თბილისის მერიის სოციალური და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ აღნიშნა, საზოგადოებას ჭაბუა ამირეჯიბთან გამოთხოვების საშუალება ორი დღის განმავლობაში მიეცემა. 

"17 დეკემბერს, 14:00 საათზე კი დაგეგმილია გამოსვენება. ჭაბუა ამირეჯიბი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება", - აღნიშნა მამუკა ქაცარავამ.
მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში 12 დეკემბერს, გვიან ღამით გარდაიცვალა.