loader

მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებულ მანქანაში პატრულმა უკანონო იარაღი იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებულ მანქანაში პატრულმა უკანონო იარაღი იპოვა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლევან ც. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის "რენოს" მარკის ავტომანქანა გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომანქანაში მყოფი მგზავრის - ლევან ც-ს ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მანქანიდან გადმოსვლა სთხოვეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი გარეგნული დათვალიერებისას საქამრეში ცეცხლსასროლი იარაღი შენიშნეს, რომელიც არარეგისტრირებული აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ლევან ც. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).