loader

"უხამსი სიტყვების გამოყენებისთვის დეპუტატის დასჯის მექანიზმი არ არსებობს" - ხიდაშელი ჯაჭვლიანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უხამსი სიტყვების გამოყენებისთვის დეპუტატის დასჯის მექანიზმი არ არსებობს" - ხიდაშელი ჯაჭვლიანზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, თინა ხიდაშელს, სოსო ჯაჭვლიანის საკითხზე კოალიციურ რეჟიმში მსჯელობა არასწორად მიაჩნია და ფიქრობს, რომ აღნიშნულზე უშუალოდ პარტია "ქართულ ოცნებაში" უნდა ისაუბრონ.

მისივე განმარტებით, უხამსი სიტყვების გამოყენებისთვის დეპუტატის დასჯის არავითარი მექანიზმი არ არსებობს.

"თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცამ არაეთიკურად, უზრდელურად და ა.შ. მოიხსენია ვინმე, ამაზე პარლამენტის წევრთან, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანთან მიმართებაში არავითარი მექანიზმი არ არსებობს. გაზეთში დაწერილი ბილწსიტყვაობისთვის ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება. ეს, ერთი მხრივ, მედიასაშუალების პრობლემაა, მეორე მხრივ კი, იმის, ვინც ასე მეტყველებს. ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები უნდა გავიმეოროთ - საბავშვო ბაღის გამგეები არ ვართ, რომ აღმზრდელობითი სამუშაოებით ვინმე დაკავდეს" - განმარტა ხიდაშელმა.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანსა და გიორგი ბარამიძეს შორის ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯაჭვლიანმა ბარამიძეს მიმართა: "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო".

იხილეთ: "ბარამიძე, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე