loader

შს მინისტრმა აჭარაში უამინდობის გამო შექმნილ ვითარებაზე ანგარიში მოისმინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს მინისტრმა აჭარაში უამინდობის გამო შექმნილ ვითარებაზე ანგარიში მოისმინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გამართა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან ანგარიში მოისმინა. სხდომაზე აჭარაში უამინდობის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემების გადაჭრის გეგმები განიხილეს. წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დღეს აჭარის რეგიონში შეყვანილია დამატებითი ტექნიკა, რათა გზების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გაწმენდა მოხდეს. გეგმის მიხედვით, მთელ რეგიონში გზების გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება.

შტაბის წევრებმა ასევე განიხილეს ელექტროენერგიის აღდგენის საკითხი. რეგიონში ამ დროისთვის აბონენტების 90%-ს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის აღსადგენად სამუშაოებს ინტენსიურად ატარებს.

სხდომაზე საუბარი ასევე ციტრუსის სეზონს შეეხო. საქართველოს მასშტაბით, ციტრუსის მოსავალი წელს 80 000 ტონას შეადგენს, აქედან 60% ექსპორტზე გაიგზავნება. გზებზე უამინდობით გამოწვეული ვითარების გამო ციტრუსის გადატანა შეფერხებული იყო. დღეს, გზების გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ციტრუსის მოსავლის შეუფერხებლად გადატანა ჩაბარების პუნქტებამდე იქნება უზრუნველყოფილი.