loader

მოკვეთილი ხელი პაციენტს დროებით ფეხზე მიაკერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოკვეთილი ხელი პაციენტს დროებით ფეხზე მიაკერეს

ჩინელმა ექიმებმა ერთობ უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარეს: მამაკაცს მოკვეთილი ხელი დროებით ფეხის კოჭზე მიაკერეს, რომ კანის ქსოვილები გადაერჩინათ.

შიაო ვეიმ სამსახურში, დაზგაზე მუშაობისას დაკარგა მარჯვენა ხელი. დაზარალებული დროულად მიიყვანეს საავადმყოფოში და ექიმებმა გადაწყვიტეს, მისთვის კიდური გადაერჩინათ - ხელი კოჭზე მიაკერეს, საიდანაც მოკვეთილი მტევანი ერთი თვის მანძილზე "იკვებებოდა" სისხლით.

რამდენიმე დღის წინ, ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ, თითქმის 15-საათიანი ოპერაციის შემდეგ, ქირურგმა წარმატებით შეძლო ხელის დანიშნულების ადგილზე დაბრუნება. ექიმების განცხადებით, შიაო ვეის კიდევ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება, რათა ხელის ფუნქციონირება ძველებურად აღდგეს.