loader

ახალი მთავრობის გურუს, ივანიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" განადგურება დეკლარირებული ჰქონდა - გიგა ბოკერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი მთავრობის გურუს, ივანიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" განადგურება დეკლარირებული ჰქონდა - გიგა ბოკერია

ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, პოლიტიკური დევნის ახალი ფაზა დაიწყო, - ამის შესახებ ბოკერიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში ვანო მერაბიშვილის დღევანდელ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ეს გახლავთ ახალი ფაზა პოლიტიკური დევნის, ძალიან მკაფიო ამოცანით - მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურების ან დასუსტების.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს იძლევა არა მხოლოდ პროკურატურის გამაოგნებელი ნაბიჯი, არამედ სხვა მოვლენებიც.

ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ახალი მთავრობის გურუა, "ნაციონალური მოძრაობის" განადგურება დეკლარირებული ჰქონდა, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე