loader

თვალახვეული მხარდამჭერები და გამამხნევებელი შეძახილები - სოლიდარობა გიგი უგულავას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვალახვეული მხარდამჭერები და გამამხნევებელი შეძახილები - სოლიდარობა გიგი უგულავას

"ახლა წავალ, წავალ-მოვალ, თუ აღარ მოვალ და მერე მოვალ, მაგაზე თქვენ ნუ იდარდებთ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება და გაგრძელდება გამარჯვებისთვის", - ასე მიმართა თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროკურატურაში შესვლამდე შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს, რომლებიც შეძახილებით ამხნევებდნენ დაკითხვაზე მისულ ქალაქის მერს. აქციის მონაწილეებს შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ქალაქის მერიის თანამშრომლები და მოქალაქეები იყვნენ.

გიგი უგულავას პროკურატურამ ბრალი წაუყენა. გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება.

იხილეთ: გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე