loader

გია ხუხაშვილი დიმიტრი გაბუნიას ცრუ დასმენაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია ხუხაშვილი დიმიტრი გაბუნიას ცრუ დასმენაში ადანაშაულებს

ჩემი მხრიდან გაბუნიას მიმართ არანაირი მუქარა არ ყოფილა, - განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას პრეტენზიების საპასუხოდ.

საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის მიმდინარე ფინანსურ დავას, სადაც მხარეების მორიგების პროცესში ხუხაშვილიც მონაწილეობდა. როგორც ხუხაშვილმა განმარტა, ის ვანო ჩხარტიშვილის თხოვნას ასრულებდა და იმ საქმიან შეხვედრაზე მისი ფუნქცია მხოლოდ მედიატორობით შემოიფარგლა.

რაც შეეხება აუდიო ჩანაწერს, მისი თქმით, ეს ღია, საქმიანი შეხვედრა იყო და მონაწილეების მხრიდან არც კონფიდენციალობის მოთხოვნა ყოფილა, ამიტომ ასეთ შეხვედრებზე ჩაწერა ჩვეულებრივი ამბავია. გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ჩანაწერი მას არ გაუსაჯაროებია.

გია ხუხაშვილმა ასევე განმარტა, რომ ჩანაწერი მას სჭირდებოდა, რათა შემდგომში მოლაპარაკების მონაწილე მხარეებისთვის მიეწოდებინა, რათა მათ ერთმანეთის პოზიცია უკეთ ცოდნოდათ. "გაბუნიასნაირი ავანტიურისტების სტილი ვიცი, ამიტომ მჭირდებოდა დოკუმენტი, რაზე იყო საუბარი", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

როგორც ცნობილია, ხუხაშვილის მიმართ ადვოკატი დიმიტრი გაბუნია სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
ადვოკატის განცხადებას გია ხუხაშვილი ცრუ ბრალდებად აფასებს და აცხადებს, რომ პროკუტარურაში სარჩელის შეტანას გაბუნიას წინააღმდეგ თავად აპირებს.

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად