loader

"კალაშნიკოვი" მანქანის საბარგულში - პატრულმა 22 წლის მამაკაცი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კალაშნიკოვი" მანქანის საბარგულში - პატრულმა 22 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლაშა მ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ლაშა მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).