loader

"არ ჩავირეცხები!" - მარინა ბერიძე მომღერლების ბრალდებებს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ჩავირეცხები!" - მარინა ბერიძე მომღერლების ბრალდებებს პასუხობს

შოუბიზნესის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის, მარინა ბერიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" დამფუძნებელი ნანა თხელიძე აცხადებს, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სამინისტროში განაცხადების შეტანის თაობაზე.

მომღერლები აცხადებენ, რომ მარინა ბერიძემ მათ უნიჭოები უწოდა და ამით ახსნა მათი კონცერტებზე მიუწვევლობა. კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი აცხადებს, რომ მარინა ბერიძეზე საუბარი მისდამი დიდი პატივისცემის გამოხატულება იქნება. მომღერალი კახა კუხიანიძე კი მარინა ბერიძეს დაკვრის სწავლას ურჩევს და ამბობს, რომ დროა მისი ეპოქა დასრულდეს.

თავად კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი ბრალდებებს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ წლების მანძილზე მას არც ერთი კონცერტის დაგეგმვაში არ მიუღია მონაწილეობა. "თუ რეგიონებიდან ჩამოყვანილი ბავშვების გაზრდა არის დასჯადი, წავალ კლუბში არტ-მენეჯერად, მაგრამ არ ჩავირეცხები, რადგან ჩარეცხვა როცა გინდა, მაშინ გრეცხავენ" - პასუხობს ბერიძე მომღერლებს.

ასევე იხილეთ: "ეს ქალი სამკურნალოა" - მარინა ბერიძეს მომღერლები დაუპირისპირდნენ