loader

"ამ ხელისუფლებას ყველას დაჭერა უნდა" - "ნაციონალები" უგულავას პროცესზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ხელისუფლებას ყველას დაჭერა უნდა" - "ნაციონალები" უგულავას პროცესზე

გიგი უგულავას მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც უგულავასადმი წაყენებულ კიდევ ერთ ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

როგორც ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე "ნაციონალების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ განუცხადა, უგულავას მიმართ წარდგენილი ბრალდება ხმაურიანად ჟღერს, თუმცა საქმის მასალებში ვინც ჩაიხედავს მიხვდება, რომ აბსოლუტური სისულელეა.

გარდა დავით საყვარელიძისა, საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, გიორგი ბარამიძე, მიხეილ მაჭავარიანი, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და სხვები მივიდნენ. საქალაქო სასამართლოში სოლიდარობის მიზნით მივიდა უგულავას მოადგილე სევდია უგრეხელიძე. სასამართლოსთან ასევე იმყოფებიან ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო მერაბიშვილი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.