loader

უბედური შემთხვევა თბილისში - სამარშრუტო ტაქსს სარეკლამო ბანერი დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბედური შემთხვევა თბილისში - სამარშრუტო ტაქსს სარეკლამო ბანერი დაეცა

უბედური შემთხვევა მოხდა კახეთის გზატკეცილზე, - ინფორმაციას ამის შესახებ ”რუსთავი 2” ავრცელებს. სამარშრუტო ტაქსს, რომელიც ვაზიანიდან თბილისისკენ მოდიოდა, სარეკლამო ბანერი დაეცა. დაშავდა სამი ადამიანი. ისინი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბანერის არასწორად დამონტაჟებამ გამოიწვია.