loader

პუტინის ამნისტიით, Pussy Riot-ის ორი წევრი პატიმრობიდან გათავისუფლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის ამნისტიით, Pussy Riot-ის ორი წევრი პატიმრობიდან გათავისუფლდა

რუსული პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრი ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, რომელიც ორწლიან სასჯელს იხდიდა, თავისუფლებაზეა. მან უკვე დატოვა კრასნოიარსკის საავადმყოფო, სადაც ბოლო ერთი თვე იმყოფებოდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

კრასნოიარსკის პროკურორის უფროსი თანაშემწის, ელენა პიმონენკოს განცხადებით, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას ამნისტია შეეხო არა როგორც მცირეწლოვანის დედას, არამედ იმიტომ, რომ "ხულიგნობის" მუხლით გასამართლებულ დამნაშავეებს ამნისტია შეეხოთ.

ნადეჟდა ტოლოკონიკოვას და ჯგუფის სხვა წევრებს - მარია ალიოხინასა და ეკატერინა სამუცევიჩს 2-წლიანი სასჯელი ჰქონდათ მისჯილი მოსკოვში, 2012 წელს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მოწყობილი სკანდალური პერფორმანსისთვის.

სასამართლომ მათ ორწლიანი სასჯელი მიუსაჯა, თუმცა ჯგუფის მესამე წევრს, ეკატერინა სამუცევიჩს 2012 წლის ოქტომბერში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქა და 2-წლიანი პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალა.

ამასთან, მარია ალიოხინამ ნიჟნი ნოვგოროდის კოლონია დღეს დილით დატოვა. მისი თქმით, ის ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში გააგრძელებს საქმიანობას.

გასულ კვირას რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო პრეზიდენტის ამნისტიის პროექტი, რომელიც რუსეთის კონსტიტუციის 20 წლისთავისთვის შეიქმნა. პუტინის ამნისტიით, რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი ხადარკოვსკი, რომელმაც პატიმრობაში 10 წელი გაატარა.