loader

რიჩარდ ნორლანდი არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიჩარდ ნორლანდი არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავამ განუცხადა, ამერიკელ დიპლომატთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით კი, დღევანდელ ხელისუფლებას რიგ საკითხთან მიმართებაში საერთაშორისო ზეწოლა სჭირდება.

"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას თქმით, აუცილებელია, არასაპარლამენტო ოპოზიციამ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება მოახდინოს იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომლებიც მათ გააჩნიათ.

რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი ესწრებოდა.