loader

გადაიღე ფოტო, გამოიმუშავე ფული - "პალიტრა მედია" და Scoopshot-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადაიღე ფოტო, გამოიმუშავე ფული - "პალიტრა მედია" და Scoopshot-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ

მათ, ვისაც მობილურით ფოტოების გადაღება უყვარს, "პალიტრა მედია" საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ახალი ამბების შექმნაში.

გადაიღე ფოტო და გამოიმუშავე ფული - ყველას, ვისაც სმარტფონი აქვს, საკუთარი გადაღებული ფოტოსა და ვიდეომასალის გაყიდვა შეუძლია. ამისთვის მხოლოდ უნიკალური აპლიკაციის ჩამოტვირთვაა საჭირო. ჩამოტვირთე აპლიკაცია Scoopshot-ი, გახდი "სქუფშოთერი", აპლიკაციის მეშვეობით მიიღე კონკრეტული დავალება და გაგზავნე ფოტო და ვიდეომასალა, რაშიც ანაზღაურებასაც მიიღებ.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაიღოთ საინტერესო მოვლენა, მიუთითოთ ადგილმდებარეობა, ფასი, აღწერა და ატვირთოთ Scoopshot-ის საიტზე. შესაძლოა თქვენი მასალა წამყვანი მედიასაშუალების ფურცლებზეც კი აღმოჩნდეს.

"პალიტრა მედია" რეგიონში პირველი მედიასაშუალებაა, რომელიც საქართველოში Scoopshot-ის აპლიკაციის გამოყენებას იწყებს. ამ სერვისით უკვე სარგებლობს სამოცამდე ცნობილი უცხოური მედიაკომპანია, მათ შორის, გერმანული "შპიგელი", შვედური "მეტრო ინთერნეიშენელი", ბრიტანული "დეილი სთარი", თურქული "ჰარიეტი" და სხვები.

Scoopshot-ის გამოყენება სმარტფონის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია, აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა და ხელმისაწვდომია აიფონების, ანდროიდისა და "ვინდოუსის" პროგრამის მქონე სმარტფონებისთვის.

აპლიკაცია Scoopshot-ი 2010 წელს ჰელსინკში, კომპანია P2S Media Group-მა შექმნა და დღეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში 280 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის 150 ქართველი "სქუფშოტერიცაა".

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Scoopshot-ი და დაელოდეთ პირველ დავალებას "პალიტრა მედიისგან"!

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Qr უნიკალური კოდით ან ამ ბმულზე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე