შტორმი ევროპაში - 4 დაღუპული და გადადებული რეისები
შტორმმა ევროპაში სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დიდ ბრიტანეთში ერთი ადამიანი ძლიერმა ქარმა მდინარეში ჩაიტანა და დაიხრჩო, მეორე ასევე ქარიშხლის მიზეზით მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. სტიქიამ შობის წინ საკმაოდ გადატვირთული საჰაერო გადაადგილებაც შეაფერხა. მხოლოდ ლონდონში ოცდაათამდე რეისი გადაიდო, დანარჩენები კი დაგვიანებებით სრულდება.
საფრანგეთში შტორმს 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე კი რუს მეთევზეს ეძებენ, რომელიც თავისი ნავიდან გადავარდა და ზღვაში დაიკარგა.
საფრანგეთში შტორმს 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე კი რუს მეთევზეს ეძებენ, რომელიც თავისი ნავიდან გადავარდა და ზღვაში დაიკარგა.