loader

შს მინისტრი ახალი სპორტული დარბაზის გახსნას და მაშველების საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს მინისტრი ახალი სპორტული დარბაზის გახსნას და მაშველების საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზაზე სპორტული დარბაზის გახსნას დაესწრო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, სპორტული დარბაზი საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზაზე გაიხსნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა შენობა საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიების ფარგლებში, სამაშველო რაზმების მომზადების დონის დემონსტრაციის მიზნით, საჩვენებელი ვარჯიში ჩატარდა. სცენარის მიხედვით გათამაშდა ქიმიური ინციდენტი, მიწისძვრის და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები.
სპორტული დარბაზის მშენებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დაიწყო. შენობა თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, დარბაზი აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებით, შვედური კედლით და საშხაპეებით.

ახლადაშენებული სპორტული დარბაზი დეპარტამენტის პირად შემადგენლობას საშუალებას მისცემს აიმაღლოს და მუდმივად შეინარჩუნოს ფიზიკური მომზადების მაღალი დონე. აღნიშნული დარბაზით სარგებლობას ასევე შეძლებენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალური სახანძრო-სამაშველო რაზმის წარმომადგენლები, რომელთა პროფესიული გადამზადება და სერტიფიცირება ეტაპობრივად ხდება სამმართველოს ბაზაზე.