loader

სანტა კლაუსი მთაწმინდის პარკში - აურზაური და გრძელი რიგი საჩუქრების მისაღებად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანტა კლაუსი მთაწმინდის პარკში - აურზაური და გრძელი რიგი საჩუქრების მისაღებად

სანტა კლაუსის გამოჩენას მთაწმინდის პარკში დილიდან უამრავი პატარა მშობლებთან ერთად ელოდა. პარკში, ქართულ ქუჩაზე მდებარე სახლში, სანტა 31 დეკემბრამდე დარჩება, დღის 13:00-16:00 საათებში პატარებს მიიღებს და ტკბილეულით გაუმასპინძლდება.

მშობლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად რამდენიმე საათის მანძილზე ელოდნენ სანტა კლაუსს, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. მათი თქმით, სანტას დილის რვა საათიდან ელოდნენ, მან კი მხოლოდ დღის პირველ საათზე დაიწყო სტუმრად მისული პატარების მიღება.

სანტა კლაუსის შემდეგ, 31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე მთაწმინდაზე პატარებს თოვლის ბაბუა უმასპინძლებს. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, 30 დეკემბერს მთაწმინდის პარკში საციგურაო მოედანი და საშობაო სოფელიც გაიხსნება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე